„ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დანია ახალ რეგულაციებს აწესებს

დანიაში, „ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის გამო, მთელი რიგი ახალი რეგულაცია შობამდე რამდენიმე კვირით ადრე ამოქმედდა. გადაწყვეტილება ახალი შეზღუდვების თაობაზე დანიის პრემიერმინისტრმა, მატე ფრედერიკსენმა მიიღო და მოსახლეობას დეტალურად გააცნო.

ახალი შეზღუდვების თანახმად: ყველა სახის დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის – ბარები, კლუბები და რესტრორნები ღამის 12 საათზე დაიკეტება, სასწავლო დაწესებულებები დისტანციურად განაგრძობენ საგანმანათლებლო პროცესს, იკრძალება ყველა სახის კონცერტი და შეკრება. თუ დამსწრეთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს, მოქალაქეებს, ფეხზე დგომის შემთხვევაში, კვების ობიექტებშიც მოუწევთ პირბადეების ტარება.

არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები 4 კვირის მანძილზე იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, დანიაში „ომიკრონის“ შტამის 183 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 2 დღით ადრე ეს რიცხვი მხოლოდ 18 იყო.

წყარო:https://apnews.com/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები