ისრაელი მგზავრობაზე კოვიდშეზღუდვებს კიდევ 10 დღით ახანგრძლივებს

ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი და ჯანდაცვის მინისტრი, ნიტზან ჰოროვიტსი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ, რომ კოვიდპანდემიის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება.

ნაფტალი ბენეტის განცხადებით, მგზავრობაზე შეზღუდვები 11 დეკემბრამდე იყო ძალაში, თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით, შეზღუდვები საზღვარზე კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება.

ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი, ჩაკეტილი რჩება თუ არა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუმცა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აეროპორტებში სასაზღვრო კონტროლი და მგზავრებზე კოვიდრეგულაციები 12 დეკემბრიდან კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება.

პრემიერმინისტრმა გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კვლავ „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემცირება დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში შემსვლელი ისრაელის ყველა მოქალაქისთვის, იმუნიზაციის მიუხედავად, „პისიარ“ ტესტის პასუხების წარდგენა სავალდებულია, ხოლო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მოქალაქეები დაუყოვნებლივ სახლში უნდა გაემგზავრონ იზოლაციის მიზნით.

წყარო:https://www.timesofisrael.com/pm-health-minister-agree-to-extend-omicron-travel-restrictions-by-10-days/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები