“უკრაინას აქვს მკაფიო წინადადებები დონბასში სამშვიდობო პროცესის განბლოკვასთან დაკავშირებით” – ბაიდენმა და ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა.

ორი ქვეყნის ლიდერების საუბარი 7 დეკემბერს, ბაიდენისა და პუტინის ვიდეოკონფერენციის შემდეგ შედგა.

ზელენსკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მხარეებმა დონბასში მშვიდობის გზების მოძიებაში შემდგომი ნაბიჯების კოორდინირება მოახდინეს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს მკაფიო წინადადებები სამშვიდობო პროცესის განბლოკვასთან დაკავშირებით და ხელისუფლება მზად არის, განიხილოს ისინი სხვადასხვა ფორმატში.

სახელმწიფოს მეთაურებმა ასევე არსებითად განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის გზები ჰიბრიდული აგრესიის ფონზე.

ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე “ჩრდილოეთ ნაკად2”-ს მხოლოდ ენერგეტიკისა და უსაფრთხოების გარანტიების პრიზმაში უყურებს და მისი ჩაშვება უკრაინას რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელოვან ფაქტორს ართმევს.

ამასთან დაკავშირებით, მათ განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები