ლევან დავითაშვილი ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაციას და „მევენახე-მეღვინე” კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაციას და საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი სრულად დუალური პროფესიული განათლების „მევენახე-მეღვინე” კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2014 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების საკადასტრო სისტემის შექმნა დაიწყო. სისტემის კონცეფციის შემუშავებაში კი გერმანიის მთავრობის სახელით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ.
ღონისძიების მეორე ნაწილი დუალური პროფესიული განათლების მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიას დაეთმო. სწავლების სამწლიანი კურსი 25-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა.