ავსტრალიაში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ

ავსტრალიაში 5-11 წლის ბავშვების აცრას დაიწყებენ. პრემიერმინისტრის თქმით, ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია 10 იანვრიდან გახდება შესაძლებელი.

„ქვეყანაში მცხოვრებ მილიონ ადამიანს ბავშვების აცრის საშუალება ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.
კანადის კლინიკური მონაცემების განხილვის შემდეგ ქვეყნის ვაქცინაციის საბჭომ ორი დოზის 8-კვირიანი შუალედით გაკეთების რეკომენდაცია გასცა. აცრის მსურველი ბავშვები თავდაპირველად „ფაიზერის“ დოზას მიიღებენ, პარალელურად კი, რეგულატორები „მოდერნასაც” განიხილავენ.
ავსტრალია ვაქცინაციის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ქვეყანაში 16 წლის ზემოთ მოსახლეობის თითქმის 90% აცრილია, 12-15 ასაკობრივ ჯგუფში კი 70%-ის იმუნიზაცია მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები