აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლების ნეშტები სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლების ნეშტები სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანთა სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა 1990-იან წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის – 5 სამხედროს და 3 მშვიდობიანი მოქალაქის იდენტიფიცირებული ნეშტები.

ამასთან, დღეს, 4 მებრძოლის – აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე ნაჭყებიას, გურამ დავითის ძე ჩიქოვანის,ვახტანგ (ლესიკა) ჭიჭიკოს ძე დანელიას, სლავიკ ალექსანდრეს ძე გოგოხიას ნეშტები, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ხოლო ზაურ ილიას ძე დამენიას ნეშტი, ფოთში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს; 3 სამოქალაქო პირი – გერონტი თედორეს ძე მუშკუდიანი, მაკარ გარსევანის ძე რუხაია და ლიდია ივანეს ასული ჩიხლაძე კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები