ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინას ყველა ინსტრუმენტით დაეხმაროს

ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გერმანიის ახლადარჩეულ საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

“განვიხილეთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება უკრაინის საზღვარზე. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც ჩვენს ხელთ გვაქვს, უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ბორელმა.

13 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები