ცნობილი ანტივაქსერი, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ემსხვერპლა, სიკვდილის წინ აცრას ითხოვდა

დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, რომელმაც ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემდეგ აღიარა, რომ ნანობდა თავის საქციელს. ის კოვიდგართულების გამო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული გამოცემა, „დეილი მეილი“ წერს.

55 წლის გლინ სტილი ფიქრობდა, რომ ვაქცინაციით ადამიანებზე ცდებს ატარებდნენ და სწორედ ამიტომ არ თანხმდებოდა იმუნიზაციას.

კოვიდინფექციით ის გვიან შემოდგომაზე დაავადდა, თუმცა, სიმპტომები იმდენად მსუბუქი იყო, რომ თავდაპირველად დამატებითი სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. მოგვიანებით, მისი მდგომარეობა დამძიმდა და საბოლოოდ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. გლინ სტილი მაშინვე რეანიმაციაში მოათავსეს, ერთ კვირაში კი მან დამოუკიდებლად სუნთქვა ვეღარ შეძლო, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.

მკურნალობის მიუხედავად, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის მეუღლის ნაამბობით, ბოლო სიტყვები, რისი თქმაც მან შეძლო, შემდეგი იყო: „არასდროს ვყოფილვარ ასე ცუდად, მინდა, რომ აცრა გამიკეთონ“. მეუღლე ემას სტილის განცხადებით, მან ვაქცინის გაკეთება ჯერ კიდევ მაშინ მოითხოვა, როდესაც რეანიმაციაში მოათავსეს, სანამ ჯერ კიდევ საღ გონებაზე იმყოფებოდა და დამოუკიდებლად სუნთქვა შეეძლო.
გლინგ სტილი 55 წლის იყო. კოვიდინფიცირებამდე, ის პენსიაზე ნაადრევად გასვლას აპირებდა, რომ საკუთარი ოჯახისა და საყვარელი შინაური ცხოველებისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო.

წყარო :https://www.dailymail.co.uk/news/article-10251425/Anti-vaxxer-vegan-died-Covid-hospital-refusing-jab-tested-animals.htmay/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები