ჯავშანჟილეტები და ტაქტიკური ქამრები​ – უკრაინამ ლიეტუვასგან სამხედრო დახმარება მიიღო

ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანჟილეტები და ტაქტიკური ქამრები გადასცა.

ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი, რომლის გადაცემასაც ქვეყანა გეგმავს უკრაინისთვის.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის  აღჭურვილობის გადაცემა ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები