ევროკავშირი უფასო როუმინგის მოქმედების ვადას 10 წლით ახანგრძლივებს

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მობილური სერვისებით სარგებლობას, დამატებითი ხარჯების გარეშე, 2032 წლამდე შეძლებენ.

შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ, – წერს Politico.

ევროკავშირი ბლოკის ფარგლებში როუმინგის საფასურის გაუქმებას 2017 წელს დათანხმდა. ეს მიდგომა 13 წლით შემუშავდა და ინსტიტუტების მიერ შეფასდა, როგორც ევროკავშირის ღირებულების დადასტურება. თუმცა, წესის მოქმედება 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

ხუთშაბათს დილით მომლაპარაკებლები შეთანხმდნენ, გააფართოონ წესები და დაუმატონ ვალდებულებები ოპერატორებს, რომ უზრუნველყონ ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და მობილური ინტერნეტის გამოყენების ხარისხი და სისწრაფე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები