მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ გამომდინარეობს კანონიდან და გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო კოდექსით იხელმძღვანელა.
სატელეფონო ზარების განხორციელების უფლების აღდგენის შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე მიმართეს, რომელიც საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარეობს.