რუსეთის გენშტაბი კიევს აფრთხილებს, რომ მზად არის, დონბასში ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთოს

კიევის ხელისუფლების ნებისმიერი პროვოკაცია დონბასში სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტის მიზნით, აღკვეთილი იქნება, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა უცხო სახელმწიფოების სამხედრო ატაშეების წინაშე გამართულ ბრიფინგზე.

“უკრაინაში ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის ხელისუფლებას მკვეთრი და საშიში ნაბიჯებისკენ უბიძგებს. კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ დონბასში “ჯაველინის”ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების გამოყენების დაწყების შესახებ, რომლებსაც მათ შეერთებული შტატები აწვდიდა, ასევე, იყენებენ თურქული წარმოების სადაზვერვო და დარტყმის უპილოტო საფრენ აპარატებს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს იწვევს ისედაც დაძაბული სიტუაციის გამწვავებას.

ამასთან, გერასიმოვმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის „შეჭრის“ შესახებ სიცრუეა.

“ნატო-ს ქვეყნები ზედმეტ ყურადღებას აქცევენ ჯარების გადაადგილებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საბრძოლო მომზადების დროს ქვედანაყოფების გადანაწილება რუტინული პრაქტიკაა ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისთვის”, – ხაზგასმით აღნიშნა გერასიმოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები