რომის პაპი: ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი არ არის „ყველაზე სერიოზული“ ცოდვა
რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა, რომ ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი არ არის „ყველაზე სერიოზული“ ცოდვა.
ამის შესახებ Independent-ი წერს.
“ხორციელი ცოდვები არ არის ყველაზე სერიოზული”, – უთხრა პონტიფიკოსმა ჟურნალისტებს, როდესაც საბერძნეთიდან იტალიაში მიფრინავდა.
რომის პაპმა “უმძიმესი” ცოდვები დაასახელა, ეს არის სიამაყე და სიძულვილი.
ასე გამოეხმაურა ფრენსისკე პარიზის არქიეპისკოპოსის, მიშელ ოპეტის გადადგომას, რომელსაც ბრალს სდებენ ქალთან ინტიმურ ურთიერთობაში. თავად სასულიერო პირი ბრალდებებს უარყოფს.
„მისი მხრიდან მეექვსე მცნებიდან (“არ იმრუშო”) გადახრა იყო, მაგრამ არასრული, მცირე მოფერება და მასაჟი, რასაც ის მდივანთან აკეთებდა. ეს ცოდვაა, მაგრამ არა – ყველაზე მძიმე, რადგან ხორციელი ცოდვები არ არის ყველაზე მძიმე,” – თქვა რომის პაპმა.
პონტიფიკოსმა ასევე თქვა, რომ მთავარეპისკოპოსი ოპეტი არის ცოდვილი ისევე, როგორც თავად არის და პეტრე მოციქული იყო.
მან ახალგაზრდებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ დღევანდელი „დემონების“ ცდუნებას.