დანიის მთავრობა კოვიდშეზღუდვებს ხელახლა აწესებს
კორონაპანდემიისა და ახლად აღმოჩენილი „ომიკრონის“ შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით, დანიის მთავრობა შეზღუდვებს ხელახლა აწესებს. გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა ქვეყნის პრემიერმინისტრმა – მეტე ფრედერიქსენმა.
ახალი შეზღუდვები 15 დეკემბრიდან შედის ძალაში და დაწყებითი სკოლების დაიხურვას ითვალისწინებს. მიმდინარე კვირის პარასკევიდან კი ქვეყანაში რესტორნები და ბარები დაიხურება. მთავრობამ უკვე მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, დისტანციურ რეჟიმში იმუშაონ და თავი შეიკავონ სოციალური შეკრებების, მათ შორის – საშობაო წვეულებების გამართვისგან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა, რასაც „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევაც დაემატა.
წყარო :https://www.thelocal.dk/20211110/denmark-to-again-require-coronapas-from-friday/