AP: შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს, რომ მან დონბასს ავტონომიის ნაწილი მისცეს

შეერთებული შტატები კიევზე, სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს, ​​რომ დონბასს ოფიციალურად ავტონომიის ნაწილი დაუთმოს, – წერს Associated Press-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე კვირას პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ დიპლომატიაში უშუალოდ ჩაერთვება, რათა შეასუსტოს ვლადიმერ პუტინის შეშფოთება უკრაინასა და მთლიანად ევროპასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მისი გადარწმუნება უკრაინაში შეჭრისგან. თუმცა, ევროპული მეტოქეობის მშვიდობიანად გადაჭრასთან დაკაშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება აშშ-ის პრეზიდენტისთვის ნაღმების ველს წარმოადგენს.

„აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ შეერთებული შტატები ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე, რათა მან ქვეყნის აღმოსავლეთის მიწებს ოფიციალურად დაუთმოს ავტონომიის ნაწილი. ამ ტერიტორიებისთვის განუსაზღვრელი „სპეციალური სტატუსი“ ასახული იყო 2015 წელს ევროპის შუამავლობით გაფორმებულ, ორაზროვან სამშვიდობო შეთანხმებაში, მაგრამ ის არასოდეს განხორციელებულა. ბაიდენს ასევე მოუწევს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სურვილის დახვეწა. აშშ და ნატო უარყოფენ პუტინის მოთხოვნებს, რომ სამუდამოდ უარი თქვან უკრაინის წევრობაზე დასავლურ სამხედრო ალიანსში. მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უთხრეს უკრაინას, რომ ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, დამტკიცდეს მომდევნო ათწლეულში.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ამოცანაა, აიძულოს კიევი, მიიღოს გარკვეული ფაქტები აღმოსავლეთ უკრაინაში და არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ პუტინთან დათმობაზე მიდის – ეს ის აღქმაა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერს მეტად გაბედულს გახდის და რესპუბლიკელებს ბაიდენის უფრო ძლიერი კრიტიკის საბაბს მისცემს.

როგორც უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, სტივენ პფაიფერმა თქვა, “უკრაინასთან შესაძლოა კითხვის დასმა – „შეგიძლიათ თუ არა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წინ გარკვეული ნაბიჯის გადადგმა?”. მისი თქმით, აღნიშნული შეიძლება, გულისხმობდეს დონბასისთვის ჯანდაცვის, პოლიციისა და სკოლების კონტროლის მინიჭებას.

პფაიფერის ამბობს – „მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ვაშინგტონი უბიძგებს უკრაინელებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მათ სუვერენიტეტს ან ეროვნული მთავრობის უნარს გადაწყვეტილების მიღებისას“, – წერს Associated Press.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები