ბორის ჯონსონი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების თაობაზე ეროვნული დებატების გამართვას აპირებს
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეროვნული დებატების გამართვას აპირებს. ამის შესახებ ის უკვე გამოვიდა მოწოდებით.
მისი აზრით, დიდ ბრიტანეთის მთავრობა უსასრულო შეზღუდვების დაწესების იდეას უკვე ნაკლებად ემხრობა, მით უმეტეს, რომ, აკრძალვების მიუხედავად, ინფექციის გავრცელების დინამიკა მაინც მაღალი რჩება.
ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი თანახმაა, მხარი დაუჭიროს სავალდებულო ვაქცინაციას, თუმცა, მანამდე საჭიროდ მიიჩნევს ეროვნული დებატების ჩატარებას.