“ფაიზერის“ განცხადებით, ვაქცინის „ბუსტერდოზა“ ანტისხეულების რაოდენობას 25-ჯერ ზრდის

A healthcare worker prepares Pfizer-BioNTech Covid-19 vaccines for third doses at a senior living facility in Worcester, Pennsylvania, U.S., on Wednesday, Aug. 25, 2021. Pfizer Inc. and BioNTech SE are seeking full U.S. approval for a Covid-19 booster shot for people 16 and older, asking regulators to sign off on a third dose to quell a rise in infections among vaccinated people. Photographer: Hannah Beier/Bloomberg via Getty Images

„ფაიზერის“გუშინდელი განცხადების მიხედვით, მათი პრეპარატის „ბუსტერდოზის“ შემდეგ, ადამიანი გაცილებით უფრო კარგად იქნება დაცული „ომიკრონის“ შტამისაგან, რადგან იმავე ვაქცინის ორი დოზა ახალი ვარიანტისგან არცთუ ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს.

„ფაიზერ-ბიონტექის“ განცხადებით, ომიკრონის“ შტამის აღმოჩენიდან არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ, „ბუსტერდოზის“ ადმინისტრირების შემთხვევაში, „ფაიზერის“ ვაქცინა „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანია, რადგან ორგანიზმში 25-ჯერ უფრო მეტ ანტისხეულს წარმოქმნის ინფექციასთან გასამკავებლად.

„ფაიზერის“ განცხადებას დიდი ბრიტანეთის წამყვანი ვირუსოლოგი, ბარატ ფანხანიც გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, ეს დამაიმედებელი ახალი ამბებია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ნებისმიერი ვაქცინის „ბუსტერდოზა“ ამაღლებს ადამიანის იმუნიტეტს. თუ ეს შეუძლია „ფაიზერს“, ანალოგიურის გაკეთება შეუძლია „მოდერნასა“ და „აზტრაზენეკასაც“, რადგან ორი დოზის შედეგად გამომუშავებული ანტისხელები არცთუ ისე ეფექტიანად ებრძვის ახალ შტამს“, – განაცხადა ექსეტერის სამედიცინო სკოლის პროფესორმა, ბარატ ფანხანიმ.

„ფაიზერის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვაქცინის ორი დოზა ადამიანს მნიშვნელოვნად იცავს დაავადების გართულებისა და ლეტალური შედეგისგან.

https://www.euronews.com/2021/12/08/pfizer-says-covid-booster-offers-protection-against-omicron

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები