მამუკა მდინარაძე: ისტორიის სახელმძღვანელოს მონაკვეთი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების ინტერპრეტაციის საშუალებას 0 პროცენტით იძლევა

ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომის შესახებ არსებულ მონაკვეთთან დაკავშირებით აგორებული კამპანია, ჩემი ვარაუდით, გამიზნული რუსული საქმის კეთება იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„იქ წერია მშრალი ფაქტი, რომ ორი დღის განმავლობაში სეპარატისტების მხრიდან იყო ინტენსიური ცეცხლი, ამის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ შეიყვანა შეიარაღებული ძალები საკუთარ რეგიონში, რასაც სამხედრო აგრესიით უპასუხა რუსეთმა, ანუ დაიწყო ომი და შეიჭრა საქართველოში.

„ნაცმოძრაობის“ სამივე ტელევიზია დილიდან ერთ ხმაში ლაპარაკობდა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოს ამ მონაკვეთის ავტორმა საქართველოს ომის დაწყება დააბრალა. ერთი წამით წარმოვიდგინოთ რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლების კამათი.

რუსმა ადვოკატმა, რომ თქვას, ქართულ სახელმძღვანელოშიც კი წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ქართველი ხომ უპასუხებს – რა სისულელეა, ასეთი რამ არსად წერია და მოიტანს იმ ფაქტს, რომ საუბარია შეიარაღებული ძალების საკუთარ რეგიონში შეყვანაზე საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, რუსეთმა კი დაიწყო ომი.

ამას რომ რუსულმა მხარემ უპასუხოს – ქართული ტელევიზიებიც კი ამას ამბობენ – როგორ უპასუხებთ მას? არ არის ეს რუსული საქმის კეთება? არანაირი ინტერპრეტირების საშუალებას ეს ტექსტი არ იძლევა. ეს მონაკვეთი აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების ინტერპრეტაციის საშუალებას 0 პროცენტით იძლევა“, – ამბობს მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები