მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს

შესარიგებელიც არაფერია, როგორც ერთ ადამიანს, გულწრფელად ასე მგონია. თავი დაანებონ ტყუილებს, რაღაცეების მოგონებას და მერე ამ მოგონილი ამბებით ვითომ სიბრაზის დემონსტრირებას, თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შერიგებას არაფერი არ უდგას წინ მაშინ, როდესაც ადამიანი მის საქციელს, თავის სახელს დაარქმევს.

„შერიგებულები ვართ, დავლაგდებით, მაგრამ არა ისე, რომ დამნაშავე გამოვუშვათ ციხიდან. დამნაშავემ თავისი უნდა მიიღოს. იმ დამნაშავემ თქვას, რომ ეს დავაშავე. შეიძლება მერე სასამართლომ ან პროკურატურამ, არ ვიცი, ვისაც ეს ევალება გაითვალისწინოს ეს და შეუმსუბუქოს სასჯელი, პირობითად ვამბობ, მაგრამ ეს მათი საქმეა. შერიგებას არაფერი არ უდგას წინ მაშინ, როდესაც ადამიანი მის საქციელს, თავის სახელს დაარქმევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები