ესპანეთში საშობაო წვეულებაზე კორონავირუსით 80 მედიკოსი დაინფიცირდა
ესპანეთში გასულ კვირას 80 ექიმი კორონავირუსით საშობაო წვეულებაზე დაინფიცირდა.
El Pais-ის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით, მალაგას რეგიონალური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის 170 თანამშრომელი 1-ელ დეკემბერს, მალაგას ერთ-ერთ რესტორანში ზეიმობდა.
სამი დღის შემდეგ, 4 დეკემბერს რამდენიმეს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები განუვითარდა; 5 დეკემბერს საავადმყოფოში გამოაცხადეს ვირუსის აფეთქება, გამოვლინდა 22 შემთხვევა; 6 დეკემბერს უკვე 68 პაციენტი იყო, 7 დეკემბერს კი – 80.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პაციენტებს შორის 68 სამედიცინო პროფესიონალია, რომელთა უმეტესობა მედდაა, თუმცა, არიან ექიმებიც. სიმპტომების უმეტესობა მსუბუქი ან უმნიშვნელოა.
ჰოსპიტალში ირწმუნებიან, რომ მომხდარი გავლენას არ მოახდენს მუშაობაზე, თუმცა, მას სხვა განყოფილებების თანამშრომლების მოზიდვა მოუწია.
ჯანდაცვის სამინისტრომ საჯარო და კერძო ჯანდაცვის ცენტრებს რეკომენდაციით მიმართა, არ გამართონ საშობაო ღონისძიებები.