ხორვატიამ ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხარი ოფიციალურად დაუჭირა

ხორვატია ევროკავშირის იმ ქვეყნების წრეს შეუერთდა, რომლებმაც კავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით ორმხრივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ხორვატიის პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ვაფასებთ ზაგრების მხარდაჭერას უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. დღეს მნიშვნელოვანია ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა უკრაინის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხორვატია ევროკავშირის უკვე მეექვსე სახელმწიფოა, რომელთანაც უკრაინამ დადო ასეთი პოლიტიკური დოკუმენტი.

ევცროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებულ დეკლარაციას ხელი ხუთმა ქვეყანამ მოაწერა: პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და სლოვაკეთმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები