ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილს წნევა აქვს, ბარბაცით დადის, სავარაუდოდ, სასამართლოზე დასწრებას ხვალ ვერ შეძლებს
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.
როგორც ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
„მიხეილ სააკაშვილის აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა და სიმყარეს ვერ გრძნობს, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს ისე, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას. მას გული წყდება, რადგან სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად. დასანანია, რომ, სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.