პრემიერი უკრაინის შს ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს მიერ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

ირაკლი ღარიბაშვილი „ტელეიმედის“ ეთერში უკრაინის შს ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს მიერ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩემთვის,  როგორც მოქალაქისთვის ეს ფაქტი კატეგორიულად მიუღებელი და კატასტროფული და შეურაცხმყოფელი იყო. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რომელი ქვეყნის მოქალაქეა, მას არ აქვს უფლება, რომ სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეს ამგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართოს.  ამ მიმართულებით კოტე კუბლაშვილის პასიურობამ  გამაოცა. მე როგორც მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი მიუღებელი იყო. კუბლაშვილს უნდა დაეცვა მოსამართლის ღირსება და ძალიან საეჭვოა, რატომ არ გააკეთა არანაირი რეაგირება. მე მოვთხოვე საგარეო საქმეთა მინისტრს და ასევე შს მინისტრს, გამოეკვლიათ ის კანონიერი საფუძვლები, როგორ იმყოფებოდა ეს ადამიანი სასამართლო დარბაზში, მაგრამ მე მივიღე განმარტება, რომ მოსამართლეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება დაკავების და შემდგომ ადმინისტრაციული ჯარიმის შეფარდების თაობაზე.  მთავარი არის ის, რომ სასამართლო გახდეს აბსოლუტურად ხელშეუხებელი და დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუტი”, – განაცხადა პრემიერმა “პოლიტიკის დროში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები