ინდოეთში ავიაკატასტროფას 13 სამხედრო ემსხვერპლა, მათ შორის თავდაცვის შტაბის უფროსი და მისი მეუღლეა
ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსი, ბიპინ რავათი და მისი მეუღლე, მადჰულიკა რავათი ტამილნადში Mi-17V5 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რაჯნათ სინგმა გაავრცელა.
ავიკატასტროფას სულ 13 პირი შეეწირა, მათგან 11 სამხედრო მოსამსახურეა.
„ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ავიაკტასტროფის შედეგად დაიღუპა გენერალი, ბიპინ რავათი, მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი კიდევ 11 ადამიანი, სამხედრო პირები”, – დაწერა მან.
ინდოეთში თავდაცვის შტაბის უფროსის პოსტი 2019 წლის დეკემბერში დაარსდა. გენერალი რავათი პირველი იყო, ვინც ამ პოსტზე დაინიშნა.
რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.