“ლექსოს აქვს დიდი რესურსი, ის ძალიან სწრაფად იზრდება და ეფექტური მინისტრია”
„ლექსო 24 საათი მუშაობს. საზოგადოება მის პოტენცილს არ იცნობს. ლექსოს აქვს დიდი რესურსი, ის ძალიან სწრაფად იზრდება და ეფექტური მინისტრია. მან კარგად გააგრძელა ის რეფორმები, რაც გასულ წელს დავიწყეთ. სპეკულაციები, რომ კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია, აბსურდია. კრიმინალი ხდება ყველა ქვეყანაში, ისეთ ზეგანვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენთან კრიმინალის დონე გაცილებით შემცირებულია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. მე ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს ნათლად გავაკეთე განმარტებები, რომ გასული წლების განმავლობაში ხდებოდა დამალვა და არ გაშუქება მძიმე დანაშაულებებისა. მოგეხსენებათ, მედია აბსოლუტურად კონტროლირებადი იყო სააკაშვილის დროს. არაფერი საპრეტენზიო არ მაქვს ლექსოს უწყების მიმართ.დავაფსოთ ის მუშაობა, რასაც პოლიცილები ეწევიან. მათი ამაგის დაუფასებლობა დიდი უსამართლობაა“, – განაცხადა პრემიერმა.