დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაუნინგ-სტრიტზე კოვიდშეზღუდვების დროს გამართული საშობაო წვეულების თაობაზე გამოძიება დაიწყო
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაუნინგ – სტრიტზე სახელმწიფო მოხელეების მიერ კოვიდშეზღუდვების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პოლიცია საქმეში ფარული ჩანაწერი გავრცელების შემდეგ ჩაერთო, სადაც მთავრობის კონკრეტული წევრები სამთავრობო კვარტალში, კერძოდ კი – დაუნინგ- სტრიტზე, „ლოკდაუნის“ დროს გამართული წვეულების შესახებ საუბრობენ, რა დროსაც სტუმრებს ალკოჰოლით და სხვადასხვა კერძით გაუმასპინძლდნენ, წვეულება კი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ, დიდ ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციების თანახმად, ქვეყანაში აკრძალულია წვეულებები. ამ დრომდე, დაუნინგ- სტრიტის რეზიდენტები, რომელთა შორის არაერთი მთავრობის წევრი და მინისტრია, სამთავრობო წვეულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა ფარულად გადაღებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, საქმეში პოლიციაც ჩაერთო.
წვეულება, სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართა, რის გამოც ბრიტანეთის პარლამენტის არაერთმა წევრმა წვეულებაში მონაწილე პირების თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა და შემთხვევას, არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, „კატასტროფა“ უწოდა.
https://www.telegraph.co.uk/politics/2021/12/07/downing-street-staff-joked-lockdown-christmas-party-leaked-footage/