ჯანმო: მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი
მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 4 105 073 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 22-28 ნოემბრის კვირასთან შედარებით 2%-ით მეტია.
ასევე, 29 ნოემბერ – 5 დეკემბერს მსოფლიოში დაავადებას 52 641 პაციენტი შეეწირა, რაც 22-28 ნოემბერთან შედარებით 10%-ით მეტია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ინფიცირების 65% და გარდაცვალების 55% ევროპის რეგიონზე მოდის. თუმცა, ევროპის რეგიონში ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი 3%-ით არის შემცირებული, ხოლო ლეტალობის სტატისტიკა – 2%-ით.
ასევე, დაავადების მკვეთრი მატებაა აფრიკაში 79%-ით და ამერიკაში 21%-ით; და პირიქით, კლებაა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 10%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 10%-ით.
სიკვდილიანობა მკვეთრად არის გაზრდილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 49%-ით და ამერიკაში 38%-ით, მაგრამ შემცირებულია აფრიკაში 13%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 8%-ით.