“112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ის სასწავლო ცენტრს მიენიჭა უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა – „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტი“.
პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდგომ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.
სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს ჩამოყალიბდა.
„ცენტრი მუდმივად ზრუნავს “112”-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე, ამ მიმართულებით მომსახურებას უწევს მომიჯნავე სამსახურებსა და სხვა ორგანიზაციებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.