“ხათუნა გოგალაძეს მენეჯერული თვისებები დავუწუნე”

ხათუნა გოგალაძეს მე მენეჯერული თვისებები დავუწუნე, მას მენეჯმენტში პრობლემები ჰქონდა და გარკვეული სისუსტეები გამოავლინა, – ამის შესახებ პრემიერმა „გადაცემა „პოლიტიკის დროში აღნიშნა.
„მინდა განგიმარტოთ, რომ გოგალაძის ჩანაცვლება ხუდონ-ჰესის პრობლემას არაფრით უკავშირდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში ერთ-ერთ საინტერესო საქმეზე გამოძიება დაიწყო და მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი”, –  განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უწყება მისთვის ერთ-ერთი პირველხარისხოვანია და იმ სამინისტროების ჩამონათვალში შედის, რომელიც გამწევი ძალა უნდა იყოს . მან უწყების ხელმძღვანელად წარდგენილი ოთარ დანელიაზეც დაახასიათა:
“მე ოთარი შემთხვევით არ შემირჩევია. მას ამერიკაში კარგი განათლება აქვს მიღებული. ის კარგი მენჯერია და ისეთი უნარ-ჩვევები აქვს, როგორიც მინისტრს უნდა ჰქონდეს. მას აქვს ლიდერის თვისებები და კარგი კომუნიკაციის უნარი. ამას სჭირდება წარმოჩენა. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მოსახლეობამ პრაქტიკულად არ იცის. მე თვითონ შემოვიარე მთელი საქართველო არჩევნების დროს და ხალხმა რეალურად, არ იცის, რა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების დროს. ამას ჭირდება წარმოჩენა, სტრატეგიული ხედვის შემუშავება”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები