კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში -1 790, იმერეთში – 635, შიდა ქართლში კი 366 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, იმერეთში – 635, შიდა ქართლში – 366, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 298.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 635, ქვემო ქართლი – 250, შიდა ქართლი – 366, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 92, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 298, საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 508, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 601, აჭარაში – 129, იმერეთში – 483.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32.

1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურსასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 312 – აჭარაში. 37 738 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – ერთი.

2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 7 დეკემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები