“გურამ ოდიშარიას ჩანაცვლება საყდრისის პრობლემას არაფრით უკავშირდება”

„ტელემედის“ ეთერში,  თეა სიჭინავას შეკითხვაზე, ხომ არ იყო გურამ ოდიშარიას ჩანაცვლება საყდრისის თემით განპირობებული,   პრემიერმა  განაცხადა, რომ  „ეს ასი პროცენტით გამორიცხულია“.
„თუკი საყდრისის თემის გამო  საჭირო  იქნებოდა მისი გათავისუფლება, მე ამ გადაწყვეტილებას მანამდე მივიღებდი. ხაზგასმით და მკაფიოდ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს გადაწყვეტილება საყდრისის პრობლემას არაფრით  უკავშირდება.  მიმაჩნია, რომ მიხეილ გიორგაძე ბევრად ეფექტური, პროგრესული და მობილიზებული მინისტრი იქნება და ეს მე საზოგადოებას უკვე განვუმარტე.  ის თავისი კრეატიული მიდგომით ამ სამინისტროში ბევრ პოზიტიურ ცვლილებას შეიტანს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები