სალივანი: ბაიდენს პუტინისთვის არანაირი გარანტია არ მიუცია, რომ უკრაინა ნატო-ს მიღმა დარჩება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინისთვის არ მიუცია გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ს გარეთ დარჩება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკების შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ, სალივანმა თქვა, “პირდაპირ და მკაფიოდ გეტყვით, მას ასეთი ვალდებულება არ მიუღია და არ წასულა ასეთ დათმობაზე”.

„ის იცავს თეზისს, რომ ქვეყანას უნდა შეეძლოს, თავისუფლად აირჩიოს, თუ ვისთან იყოს გაერთიანებული“, – თქვა სალივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები