საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4 226 პირს დაუდასტურდა, 4 091 პაციენტი გამოჯანმრთელდა.