ეპიდემიოლოგი: ერთადერთი გამოსავალია, ჩაიტაროს მოსახლეობამ როგორც კორონავირუსის, ისე – სეზონური გრიპის ვაქცინაცია

“ერთადერთი გამოსავალია, ჩაიტაროს მოსახლეობამ როგორც კორონავირუსის, ისე – სეზონური გრიპის ვაქცინაცია”, – ამის შესახებ “ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ ქვეყანაში გართულებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, მეტად იყოს დაცული რეგულაციები.

“მდგომარეობა ქვეყანაში იმდენად გაუარესებულია, რომ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი დინამიკა არ შეინიშნება. “ომიკრონის” შემოსვლასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს 3-4 კვირაში საქართველოშიც გამოჩნდება. ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება მეტად იქნას დაცული რეგულაციები, ჩაიტაროს მოსახლეობამ როგორც კორონავირუსის, ისე – სეზონური გრიპის ვაქცინაცია”, – თქვა მაია კაშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები