ფინეთის პრემიერმინისტრმა ღამის კლუბში სტუმრობისთვის – მაშინ, როდესაც კოვიდკონტაქტი იყო, ბოდიში მოიხადა

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანნა მარინმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას მას შემდეგ, რაც ის ღამის კლუბში დააფიქსირეს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდკონტაქტი იყო და იზოლაციას საჭიროებდა.

„უფრო მეტად უნდა დავფიქრებულიყავი შაბათის აქტივობებზე და გავცნობოდი იმ ინსტრუქციებს, რომლებიც ორჯერ გამომიგზავნეს. მინდა, ბოდიში მოვიხადო, რომ ვერ გავიაზრე, რა ზიანი შეიძლებოდა, მოეტანა ჩემს ქმედებებს“, – განაცხადა ფინეთის 36 წლის პრემიერმინისტრმა.
საზოგადოებისა და მედიის კრიტიკის ქარცეცხლში ქვეყნის პრემიერმინისტრი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც უქმეებზე ღამის კლუბში წასვლა გადაწყვიტა, თუმცა, კოვიდკონტაქტად მოიაზრებოდა, რადგან მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრს, რომლებსაც მასთან შეხება ჰქონდათ, „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრი საქმის კურსში იყო, თუმცა, ღამის კლუბში მაინც წავიდა.
ფინეთში მოქმედი კოვიდრეგულაციების თანახმად, ფინეთის მოქალაქეებს სოციალური დისტანცირება და შესაბამისი ტესტირების ჩატარება ევალებათ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდკონტაქტები არიან.

https://www.euronews.com/2021/12/07/finland-s-sanna-marin-very-sorry-for-night-out-after-close-contact-with-covid-19

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები