საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ლუი ბურლანჟს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარიზში შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ლუი ბურლანჟს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებსა და მის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრეს. აგრეთვე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათთან გამკლავების მექანიზმები. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მან დაადასტურა ევროპული მისწრაფებების მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა.

მაკა ბოჭორიშვილმა და დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მთავრობის გეგმაზე 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთების თაობასა და ამ პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ხაზი გაესვა სამ ძირითად მიმართულებას: პოლიტიკური დიალოგს, ეკონომიკური ინტეგრაციასა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები