მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა პირბადის გაკეთებაზე უარი თქვა და ცეცხლი გახსნა – არიან დაღუპულები
მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.
შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაჭრილია.
დაშავებულთა შორის 10 წლის გოგონაა.
ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ 45 წლის მამაკაცი დაკავებულია.
აღინიშნება, რომ მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელჩანთაც ჰქონდა, რომელშიც შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობაც შეიძლება ყოფილიყო.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი არაადეკვატური იყო.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ორი ან მეტი პირის მკვლელობის“ და „იარაღის უკანონო ბრუნვის“ მუხლებით აღძრა. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემქურება.