ევროკავშირი რამდენიმე კვირაში ქაბულში დიპმისიის მუშაობას განაახლებს

ევროკავშირი რამდენიმე კვირაში ქაბულში თავისი წარმომადგენლობის მინიმალურ დონეზე მუშაობას განაახლებს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენელმა, ნაბილა მასრალიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვმუშაობთ ქაბულში ჩვენი მინიმალური ყოფნის აღსადგენად. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს კვირების საკითხია და არა – თვეების,” – თქვა მან.

მასრალიმ დასძინა, რომ ქაბულში მუშაობის განახლება “არ არის სიგნალი იმის, რომ ჩვენ ვაღიარებთ “თალიბანის” ხელისუფლებას. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ავღანელ ხალხს”.

“თალიბების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ევროკავშირმა ქაბულიდან თავისი წარმომადგენლების ევაკუაცია მოახდინა, მათ შორის, ადგილობრივი თანამშრომლები და მათი ოჯახები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები