უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა.
როგორც ჩერნიგოვის საოლქო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რეგიონში მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, 11 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი – საავადმყოფოში.
დაწყებულია გამოძიება. საოლქო პროკურატურაში მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად უამინდობას ასახელებენ.