“ნაადრევია დასკვნა, რომ „ომიკრონი“ „დელტაზე“ მსუბუქია” – ბრიტანელი მეცნიერი

“დასკვნა, რომ „ომიკრონი“ „დელტაზე“ მსუბუქია, ჯერ ძალიან ნაადრევია”, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანელმა მეცნიერმა, ჯეფრი ბარეტმა განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონი“ „დელტაზე“ სწრაფად ვრცელდება და ბრიტანეთში დომინანტი შტამი რამდენიმე კვირაში სწორედ „ომიკრონი“ იქნება.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი შტამი, სხვა ვარიანტებთან შედარებით, სავარაუდოდ, უფრო მსუბუქ დაავადებას იწვევს, თუმცა, ბარეტის მსგავსად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „ომიკრონის“ შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი და იმის დადგენას, მიმდინარეობს თუ არა ახალი შტამი მსუბუქად, რამდენიმე კვირა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები