კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, თბილისში გამოვლინდა 1 871, იმერეთში 804, სამეგრელო-ზემო სვანეთში 366 – როგორია ეპიდვითარება რეგიონებში

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 871 , იმერეთში 804, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში 366. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 328 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 011 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 317 PCR ტესტით.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა – 194, იმერეთი – 804, ქვემო ქართლი – 269, შიდა ქართლი – 343, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 366, კახეთი – 258, მცხეთა-მთიანეთი – 148, სამცხე-ჯავახეთი – 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 216 საიდანაც:
6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 602, აჭარაში – 530, იმერეთში – 1 373.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 681 პირი, მათ შორის, თბილისში – 613, აჭარაში – 132, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში – 201, აჭარაში – 39, იმერეთში – 32.
1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 – თბილისში, 278 – აჭარაში.
37 536 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 779 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები