Foreign Policy: უკრაინა აშშ-ს “ავღანური შეიარაღების” ნაწილს სთხოვს

რუსეთის ახალი შეჭრის საფრთხის ფონზე, უკრაინამ შეერთებულ შტატებს იმ იარაღის ნაწილი სთხოვა, რომლის მიწოდებასაც ვაშინგტონი ავღანეთის არმიისთვის “თალიბანის” მთავრობის მოსვლამდე გეგმავდა, – წერს Foreign Policy.

გამოცემა უკრაინელ სამხედრო პირზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი ვაშინგტონს საბრძოლო მასალებს სთხოვს. გარდა ამისა, უკრაინულ მხარეს სურს, მიიღოს აშშ-ის საკუთრებაში არსებული ვერტმფრენები – Mi-17, რომლებიც უკრაინაში ტექნიკურ შემოწმებას გადიან.

ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს წარუდგინა უკრაინის არმიის საჭიროებების სია, რომელიც მოიცავს საჰაერო და საზღვაო თავდაცვის მხარდაჭერას, ასევე, რადიოელექტრონული ომის საშუალებებს, რომლებმაც რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში ქვეყანა უნდა დაიცვას დაბომბვისა და ელექტრომაგნიტური თავდასხმებისგან.

პენტაგონმა ჟურნალისტებს უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარების მოთხოვნის დეტალების გამხელაზე უარი უთხრა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, რომ შევაფასოთ კონკრეტული მოთხოვნები უკრაინული ძალების შესაძლებლობებთან დაკავშირებით“, – თქვა უწყების წარმომადგენელმა, ანტონ სემელროტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები