CNN: პუტინთან საუბრის შემდეგ, ბაიდენი ზელენსკის დაუკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, ამერიკის ლიდერი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დაუკავშირდება.

ამის შესახებ CNN-ის ჟურნალისტმა, ნატაშა ბერტრანდმა, თეთრი სახლის მაღალჩინიოსანზე დაყრდნობით, “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი დღეს გაესაუბრება მთავარ ევროპელ მოკავშირეებსაც.

უკვე ცნობილია, რომ ზელენსკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დაუკავშირდა უკრაინისა და შეერთებული შტატების პოზიციების შესათანმხებლად.

“ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები სახელმწიფო მდივანთან ბლინკენთან, პრეზიდენტ ბაიდენსა და პუტინს შორის საუბრის წინ. შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედება. მადლობელი ვარ აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირის, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.

ბაიდენისა და პუტინის ვიდეოკონფერენცია რუსეთის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები