ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს პუტინის მიერ ორდენით დაჯილდოებული ვალტერ ბუთბა უხელმძღვანელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ვალტერ ბუთბა გახდა.

შესაბამის განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა.

2014 წლიდან 2016 წლამდე ბუთბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლიდან იყო უმსხვილესი სააქციო საზოგადოებების ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ე.წ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ბუთბას მიენიჭა მედალი „საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის“.

ბჟანიამ 2 დეკემბერს ე.წ. თანამდებობიდან დმიტრი დბარი გაათავისუფლა და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა.

დბარის გადაყენება უკავშირდება აქციებს, რომლებსაც ოქტომბრის დასაწყისში ადგილობრივი ოპოზიცია მართავდა და ბჟანიას გადადგომას ითხოვდა. მანამდე კი, ოპოზიცია სწორედ დბარის გადაყენებას ითხოვდა სოხუმში, სექტემბრის ბოლოს ოპოზიციონერი ე.წ. პარლამენტარების, ჰარი კოკაისა და ალმასხან არძინბას მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები