ჩინეთმა ავღანეთს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთი მილიონი დოზა გადასცა
ჩინეთმა ავღანეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთი მილიონი დოზა, ასევე, 1,6 მილიონი შპრიცი გადასცა.
ამის შესახებ ჩინეთში ავღანეთის ელჩმა, ჯავიდ აჰმად კაიემმა განაცხადა.
“ჩინეთმა ავღანეთს გადასცა ერთი მილიონი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ დილით პეკინის აეროპორტში მე მივიღე ეს ტვირთი ავღანელი ხალხისთვის და გავგზავნე ქაბულში. დახმარება ასევე მოიცავს 1,6 მილიონ შპრიცს”, – დაწერა კაიმ Twitter-ის გვერდზე.
მანამდე იყო ცნობილი, რომ ჩინეთმა ავღანეთში პირველადი საჭიროების საგნების 1 ათასი ტონა გაგზავნა.