ერევანში საუკუნოვან ხეებს პასპორტები ექნებათ

ერევანში 100 და მეტი წლის ხეებს პასპორტები ექნებათ.

შესაბამის ინფორმაციას ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ აქამდე არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია ქალაქში საუკუნოვანი ხე და როგორია მათი მდგომარეობა.

როგორც გამწვანებისა და გარემოს დაცვის სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქრისტინა ვარდანიანი ამბობს, შესაბამისი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და სულ მალე აღრიცხვა დასრულდება.

გარდა ამისა, თითოეულ ხეს ექნება თავისი ცალკე ბარათი და მხოლოდ 100 წლის ზემოთ ასაკის ხეებს – პასპორტები.

პირველი პასპორტები უკვე მზადაა. ისინი “წითელი წიგნში” შეყვანილ, აღმოსავლურ პლატანზე გაიცემა.

სულ “კენტრონის” რაიონში 100 და მეტი წლის 95 ხეა, მათგან 50-60%  – პლატანის.

ინვენტარიზაციის დასრულებას, დაახლოებით, 4-5 წელი დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები