მინსკმა ევროკავშირს საპასუხო სანქციები დაუწესა – ბელორუსში რიგი საქონლის შეტანა აიკრძალა

ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ბელორუსმა ქვეყანაში რამდენიმე საქონლის იმპორტი აკრძალა.

ამის შესახებ “ბელტა” ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი სულ მალე მოეწერება.

“გატარდება აუცილებელი ზომები, რომ შიდა ბაზარი მომარაგებული იყოს ანალოგიური საქონლით მეგობარი ქვეყნებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, გაფართოვდება იმ პირთა სია, რომლებისთვისაც ბელორუსში შესვლა აიკრძალება. რაც შეეხება ქვეყნის ავიადარგისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, მინსკი ანალოგიურ ზომებს დაუწესებს ბრიტანეთისა და ევროკავშირის ავიაგადამზიდავებს.

2 დეკემბერს ევროკავშირმა ბელორუსის ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები