სომხეთში ვაქცინა “სპუტნიკ ლაითის” წარმოება დაიწყეს

სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – “სპუტნიკ ლაით”-ის წარმოება ფარმაცევტულმა კომპანია “ლიქვორ”-მა დაიწყო.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ამჟამად “სპუტნიკ ლაითი” იქნება გამოყენებული “ბუსტერ დოზის” სახით, შემდგომში კი, მას შემდეგ – რაც ამ ვაქცინის გამოყენების ვარიანტები გაფართოვდება, “ინსტრუქციების შესაბამისად იქნება ნაბიჯები გადადგმული”.

მისივე თქმით, „სპუტნიკ ლაითი“ მალე ქვეყნის ყველა პოლიკლინიკაში მოქალაქეებისთვის პირველი ორი დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ, უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისთვის იმის მიუხედავად, თუ რომელი პრეპარატით არიან აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები