ანი ნადარეიშვილის ძმამ პოლკოვნიკის წოდება 23 წლის ასაკში, პაატა დავითაიასგან  მიიღო

ვინ არის 34 წლის ვლადიმერ ნადარეიშვილი, რომელსაც პოლკოვნიკის წოდება 23 წლის ასაკში მიენიჭა? „კვირა“ ბაჩო ახალაიას ცოლისძმის ბიოგრაფიით დაინტერესდა და გაარკვია, რომ მაღალი წოდება მან აფხაზეთის მთავრობაში მუშაობის პერიოდში  მიიღო. ანი ნადარეიშვილის ძმა 2003 წელს23 წლის ასაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იმ წლებში მინისტრი პაატა დავითაია იყო. სწორედ მან მიანიჭა ვლადიმერ ნადარეიშვილს პოლკოვნიკის წოდება.  მას შემდეგ რაც დავითაიამ უწყების პირველი პირის პოსტი დატოვა, მისი ადგილი ახალაიას ცოლისძმამ დაიკავა.
paata davitaia miichnevs rom sakhelmtsifom kvela zoma unda miighos tsikheshi tsesrigis dasamkareblad 3625დავითაიას განმარტებით, საქართველოს მაშინდელი კანონმდებლობით, როდესაც პირი მინისტრის მოდგილის თანამდებობას იკავებდა, უწყების ხელმძღვანელი მას მინისტრის მოადგილის რანგის შესაბამის წოდებას ანიჭებდა და ეს თანამდებობრივი სარგო იყო. მისი თქმით, პირი შესაძლოა წოდებით რიგითი ყოფილიყო, მაგრამ, როდესაც ის საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი გახდებოდა, წოდებას ავტომატურად იღებდა.
შეიძლება ყოფილიყავი რიგითი, მაგრამ, მაშინდელი კანონმდებლობითთუკი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი გახდებოდი, ავტომატურად იღებდი პოლკოვნიკის წოდებას. 2003 წლის შემდეგ,  წოდებების მინიჭების რანგირება შეიცვალა და აფხაზეთის მინისტრს აღარ ჰქონდა მისი  მინიჭების უფლება“, – განამარტავს პაატა დავითაია „კვირასთან“ საუბრისას.
e25b58b2-09d6-4e22-9bfc-bfa70ca8a3d8აღსანიშნავია, რომ როგორც სხვა სტრუქტურებში, ისე აფხაზეთის მთავრობაში მომუშავე პირებს წოდების შესაბამისად სახელფასო დანამატი  ერიცხებათ.
ფაქტი, რომ მაღალი წოდების მისაღებად საკმარისი იყო თანამდებობა (აქ კი დამსახურებებზე არავინ საუბრობს)  „კვირასთან” აფხაზეთის მთავრობის მაშინდელმა უშიშროების მინისტრმა ვასილ კიკნაძემაც დაადასტურა:
„მაშინ წოდების მოპოვება ადვილი იყო თუ ძნელი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თუ პირი თანამდებობაზე დაინიშნებოდა, მას აუცილებლად მიიღებდა.  დღეს  როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ამ საკითხს,  არ ვიცი.  ფაქტია,  თამაზ ნადარეიშვილის შვილი მინისტრის  მოადილე, შემდეგ კი  მინისტრი იყო,  ამიტომ ეს წოდება  შეესაბამებოდა”, – აღნიშნა კიკნაძემ.
ვლადიმერ ნადარეიშვილისთვის პოლკოვნიკის წოდების სტატუსის მინიჭების საკითხზე  „კვირას“ ახალაიას სიდედრი,  ლიდია ყურაშვილიც ესაუბრა.
„ვლადიმერი იუსტიციის პოლკოვნიკია. როდესაც აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, მაშინ მიიღო ეს წოდება. როცა ეს სამინისტრო გაუქმდა, ამის შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია. ის კერძო სექტორში საქმიანობდა“, – ამბობს ლიდია ყურაშვილი.
ძმის დაკავების შესახებ დღეს სოციალური ქსელით განცხადება ანი ნადარეიშვილმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას ოჯახის მიმართ დღეს პოლიტიკური  დევნა ხორციელდება.  თუმცა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ ფეისბუქის სტატუსში  ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმერ  ნადარეიშვილი  ივანე მერაბიშვილის შს მინისტრობის დროსაც დააკავეს.
20140130190742ani-nadareishviliმან საპატიმროში 6 თვე გაატარა. ჩემი ძმა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს იყო დაპატიმრებული. ამასთან დაკავშირებით ვაკეთებ განმარტებას: ჩემი ძმა არის წოდებით პოლკოვნიკი, იარაღების კოლექციონერი, სროლაში არაერთგზის ჩემპიონი, ეს არის მისი ცხოვრების ჰობი… მან დაუდგენელი პირისგან შეიძინა გაუფორმებელი იარაღი, რა დროსაც ოპერატიული ინფორმაციით, იგი დააკავეს და სასამართლომ მას მიუსაჯა 6 თვიანი პატიმრობა, რაც მან მოიხადა გლდანის ციხეში. ნასამართლობა გაუქარწყლდა 2013 წელს. ახლა აქ მე ვსვამ კითხვას: რა უნდა ექნა სახელმწიფოს? რადგან ბაჩო ახალაიას ცოლისძმა იყო, ან რადგან თამაზ ნადარეიშვილის შვილი იყო, არ უნდა ეგო პასუხი კანონის წინაშე? არც კომფორტით უსარგებლია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გლდანის ციხეში იჯდა სხვა 3 პატიმართან ერთად, რატომღაც ბაჩომ მას ვერ შეუქმნა “პრივილეგირებული პირობები”, თურმე მარტო სხვებს უქმნიდა, როგორც პროკურატურა უტიფრად გვიმტკიცებს და რაზეც ახლა ბაჩო ზის წინასწარ პატიმრობაში“, – აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იარაღების კოლექციონერს, 34 წლის პოლკოვნიკს, ვალერიან ნადარეიშვილს ბრალი გუშინ წაუყენეს. გამოძიება მას სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” თანამშრომლისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ფულის გამოძალვას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები