გულიკო ქილიფთარი სააკაშვილს პასუხობს: კრიტიკულ სიტუაციაში ექიმს ემოციისთვის არც დრო აქვს და არც უფლება

“კრიტიკულ სიტუაციაში ექიმს ემოციისთვის არც დრო აქვს და არც უფლება. ჩვენ, ექიმები ვალდებულნი ვართ, დავეხმაროთ განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს, პაციენტს, პოლიტიკური განწყობის, სტატუსის, ეროვნებისა და ასაკის მიუხედავად”, – ამის შესახებ “კვირას” ექიმმა, გულიკო ქილიფთარმა განუცხადა.

მან აღნიშნულით მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა: “20 წუთის განმავლობაში მქონდა გონება დაკარგული, რომ არა გულიკო ქილიფთარი, მოვკვდებოდი, თან ლოყაზე ხელს მარტყამდა, თან მკოცნიდა, მეუბნებოდა, არ მოკვდეო!”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექიმის განმარტებით, კონფუზია, მით უფრო, გულყრა და კომა მდგომარეობაა, როცა დათრგუნულია კოგნიტური ფუნქციები, არეულია რეალობა, წარმოსახვა, პერსონები და ქილიფთარი ექსპრეზიდენტის აღნიშნულ ფრაზას ამ მდგომარეობას უკავშირებს.

“კრიტიკულ სიტუაციაში ექიმს ემოციისთვის არც დრო აქვს და არც უფლება.
ამ ფრაზის მიმართაც მაქვს დამოკიდებულება, მხოლოდ როგორც ექიმს. ის მართლაც ხაზს უსვამს ადამიანის მდგომარეობის სიმძიმეს იმ მომენტში – კონფუზია, მით უფრო გულყრა და კომა მდგომარეობაა, როცა დათრგუნულია კოგნიტური ფუნქციები, არეულია რეალობა, წარმოსახვა, პერსონები. ასე რომ ეს სიტყვები, რომელმაც ცოტა „მხიარული“ ელფერი შესძინა საკმაოდ დრამატულ მომენტს, უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ მდგომარეობით აიხსნება.მადლიერება კი ნამდვილად დასაფასებელია.
ბატონ მიხეილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ისე როგორც ყველა ადამიანს საქართველოში, მით უფრო, როცა „ომი“ ჯერ არ დამთავრებულა და ამდენი სიცოცხლე ეწირება ყოველდღიურად. ყოველი წაგებული ბრძოლა ხომ უმძიმეს განცდებთან არის ექიმისთვის დაკავშირებული.
და ბოლოს, ჩვენ, ექიმები ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს, პაციენტს, პოლიტიკური განწყობის, სტატუსის, ეროვნების და ასაკის მიუხედავად”, – განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები